კახა კალაძის ძმის მკვლელობის საქმე - რას ამბობენ დანაშაულში ბრალდებულები

22.05.21 20:38
კახა კალაძის ძმის მკვლელობის საქმე - რას ამბობენ დანაშაულში ბრალდებულები

კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულები საპატიმროს ტოვებენ. მათი ნაწილი ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ნათია ჯანელიძე, რომლის მეუღლეც სადახლოს პოლიციის უფროსი იყო და  გამტაცებლების დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ სპეცოპერაცია წინასწარ იყო დადგმული. ნათია ჯანელიძემ ციხე ცოტა ხნის წინ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დატოვა.

"ტვ პირველის" შაბათის ეთერმა ნათია ჯანელიძის ჩვენება მოიპოვა, რომლითაც იცვლება ოფიციალური ვერსია, რომ კალაძის ძმის გატაცებაში ბრალდებული პოლიციამ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს საიდუმლო ოპერაციის შედეგად დააკავა. ჯანელიძე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს საქმის ფიგურანტი მერაბ ამისულაშვილი მუხიანში უკანონოდ ჰყავდა დაკავებული. 

თემურ გაგნიძის მამა  ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელმაც 12 წელი ციხეში კალაძის ძმის მკვლელობის ბრალდებით  გაატარა, რეალურად უდანაშაულო იყო. 

ლევან კალაძე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2001 წელს გაიტაცეს. საქმე 5 წლის შემდეგ გაიხსნა. პასუხისგებაში 4 პირი მისცეს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები