კახეთში გარდაცვლილი 8 თვის ჩვილის მამა დააკავეს
კახეთში,გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის შვილი შემოაკვდათ. ფაქტზე გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა.ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში რამდენიმე საათის წინ გაადაასვენეს. ბავშვის მშობლები კი რამდენიმე საათია პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.