თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას - რიონის მცველების ულტიმატუმი

23.05.21 16:10
თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას - რიონის მცველების ულტიმატუმი

ვარლამ გოლეთიანმა  მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვნების შესასრულებლად  ვადა ხვალ დღის 12:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები  გზებს გადაკეტავენ.

ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, ჩვენი მოქმედებ განსაზღვრულია და ამ საქმეს თითოეული ჩვენგანი ბოლომდე მივყვებით.თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმრავლე ,- თქვა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას

მსგავსი სიახლეები