დადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხი - ვარლამ გოლეთიანი ახალ მოძრაობას აფუძნებს

23.05.21 17:06
დადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხი - ვარლამ გოლეთიანი ახალ მოძრაობას აფუძნებს

რიონის მცველი ვარლამ გოლეთიანი  ახალ მოძრაობას აფუძნებს. ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე გოლეთიანმა ამის შესახებ თავად განაცხადა. 

დადგა დღის წესრიგში, მეგობრებო, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და არსებობის საკითხი, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენ ისედაც ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ. 

დღესვე ვარლამ გოლეთიანმა  მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვნების შესასრულებლად  ვადა ხვალ დღის 12:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები  გზებს გადაკეტავენ. 

მსგავსი სიახლეები