სამინისტრო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული რამან პრატასევიჩის ხსენების გარეშე ეხმაურება

24.05.21 10:00
სამინისტრო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული რამან პრატასევიჩის ხსენების გარეშე ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის ხსენების გარეშე ეხმაურება. 

მივესალმებით Raynair-ის რეისის უსაფრთხო დაჯდომას მის თავდაპირველ დანიშნულების ადგილას, ვილნიუსში. გვიხარია ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია"– წერს სამინისტრო Twitter-ზე.

მინსკის აეროპორტში ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩის დააკავეს. პრატასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობას ედავება, Ryanair-ის თვითმფრინავში იმყოფებოდა.

თვითმფრინავი მოულოდნელად მინსკში დაჯდა.  მედიის ინფორმაციით, მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის განკარგულება პირადად პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გასცა. მისი დავალებით, სამგზავრო თვითმფრინავის ჰაერში დაჰყვებოდა გამანადგურებელი MiG-29. 

 

მსგავსი სიახლეები