მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" არ მუშაობს

24.05.21 10:00
მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" არ მუშაობს

მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება - ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს და  შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის: 

მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. 

საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.

ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. 
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის"- წერია განცხსადებაში.

მსგავსი სიახლეები