წებოვან ლენტში გაახვიეს და გამათბობელთან დააბეს - ზუგდიდში 60 წლის ქალი აწამეს

24.05.21 10:57
წებოვან ლენტში გაახვიეს და გამათბობელთან დააბეს - ზუგდიდში 60 წლის ქალი აწამეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა 60 წლამდე ქალბატონი დააყაჩაღეს. შემთხვევა მარქსის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალბატონი ჯერ სცემეს, წებოვან ლენტში შეახვიეს, ბოლოს კი საქონლის თოკით გამათბობელთან მიაბეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კრიმინალური შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, მაშინ, როცა ქალბატონი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა. მათი თქმით, ბოროტმოქმედები ოქროს და ფულს ითხოვდნენ, თუმცა ქალბატონს სახლში მხოლოდ 80 ლარი აღმოაჩნდა. 

კივილის ხმა გავიგეთ. მივედით და ვნახეთ სასტიკად ნაცემი, გამათბობელთან თოკით იყო დაბმული. მერე პოლიცია მოვიდა და მეზობლებს სახლის ეზო დაგვატოვებინეს. სავარაუდოდ, ბოროტმოქმედებმა თანხა წაიღეს, -აცხადებს ადგილობრივი.

ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე მრავლობითი დაზიანებები აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე შსს-ს ამ დრომდე არავინ  დაუკავებია. 
 

მსგავსი სიახლეები