კალაძე, რიჟვაძე, კობახიძე - ვინ მოაწერა ხელი ნამოჰვანჰესის მშენებლობას?

24.05.21 11:33
კალაძე,  რიჟვაძე, კობახიძე - ვინ მოაწერა ხელი ნამოჰვანჰესის მშენებლობას?

სამოქალაქო აქტივისტები ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც თურქულ კომპანიასთან ნამოხვანის ასაშენებლად ხელშეკრულება გააფორმა.

დოკუმენტები, რომელსაც ექვსი თვეა, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესი მოყვა-  "პირველებმა"მოიპოვა მტკიცებულება, რითაც დგინდება, რომ დოკუმენტების მომზადების პროცესში კახი კალაძე, თორნიკე რიჟვაძე და მამუკა კობახიძე მონაწილეობდნენ. 

ირკვევა, რომ მშენებლობის განახლებაზე მუშაობა 2015 წლიდან იწყება და ძირითადი პროცესები 2017 წლამდე გრძელდება. 

2015 წლის  ბოლოს ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ენერგეტიკის განვითარების ფონდი გამოხატავს ინტერესს, რომ მშენებლობის ნებართვა ხელახლა გაიცეს და სწორედ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის თემაზე ემუშავა და შეესწავლა, რა რისკები არსებობდა ამ ჰესის აშენების შემთხვევაში. 

2017 წელს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აფორმებს ოფიციალურ ხელშეკრულებას, ამ პერიოდში უწყებას კახა კალაძე ხელმძღვანელობს, რომლის ნებართვითაც მიმდინარეობს პროცესები. 

"პირველებმა" გაარკვია ისიც, ვინ იყო წარმოდგენილი ენერგეტიკის განვითარების ფონდში. 2017 წლამდე მას მამუკა კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელიც კახა კალაძესთან დაახლოებული პირია. შემდეგ მას თორნიკე რიჟვაძე შეცვლის. 

ექსპერტი თეა გოდოლაძე, "პირველებთან" ამბობს, რომ ხელშეკრულება კვლევის გარეშე გაფორმდა, რაც მთავრობის უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. 

სპეციალისტის თქმით, ასეთი ჰესის მშენებლობა ფულის მარტივად ბრუნვის სქემაა. 

კვლევისა და დაგეგმარების პრობლემა ამ პროექტს მუდმივად  ჰქონდა. თავის დროზე, ეს პროექტი დაწუნებულიც იყო იგივე გეოლოგიური პრობლემების გამო. 

2015 წელს ეს პროცესი განახლდა, როცა შემოვიდა ნორვეგიელი ინვესტორი. რეალურად, პროექტი გაიყიდა მათზე და იქ დავინახეთ, რომ პრობლემებთან ერთად, ინვესტორიც არ იყო მთლად წელში გამართული. 

ფიზიკური საველე კვლევა, რასაც ეძახიან, ასეთი რამ არ გაკეთებულა. ეს არის სწრაფი ფული ბრუნვა, მეტი არაფერი"- აღნიშნავს გოდოლაძე. 

ამასთან ექსპერტები სამართლებრივ პრობლემებზეც საუბრობენ. მათი თქმით, პროცესები დახურულ კარს მიღმა, გაუმჭვირვალედ, იქნა მიღებული.