ჩვენს მიმართ შავი პიარია ამოქმედებული - ვარლამ გოლეთიანი

24.05.21 13:02
ჩვენს მიმართ შავი პიარია ამოქმედებული - ვარლამ გოლეთიანი

,,რიონის მცველების" ინფორმაციით,  სოციალურ ქსელში დასპონსორებული მასალით  ჰესის მოწინაღმდეგეების დისკრედიტაცია დაიწყო. მათი მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციაზე საფულე იპოვეს, სადაც ხატი და პრეზერვატივი იყო მოთავსებული, ყალბია.

 ბოლო 24  საათის განმავლობაში სოციალურ ქსელში რამდენიმე მსგავსი გვერდი შეიქმნა. 

 „ჩვენს გაშავებას ცდილობენ“ -  ასე პასუხობს  დისკრედიტაციის პიარკამპანიას პროტესტის მთავარი სახე. ვარლამ გოლეთიანი მიანიშნებს, რომ ამ ყველაფრის უკან ,,ოცნების" ხელისუფლება დგას. 

აგორებულია ჩვენს მიმართ დიდი შავი პიარკამპანია, რასაც სათავეში ხელისუფლება უდგას, ასპონსორებენ ასობით გვერდს, რომელიც პირდაპირ ჩვენს გაშავებაზე მუშაობს და ამ მოძრაობის რაღაც მარგინალურ ვექტორზე გადაყვანაზე.  ვისი ფულია ეს, ნამდვილად გასარკვევია და ფაქტია, რომ ხელისუფლების ფულია. ვერავინ ვერ დადო მტკიცება, რომ ჩვენი მოძრაობა ვინმეს მიერ ხელოვნურადაა მართული, გარდა ამ დასპონსორებული გვერდებისა - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.