ნუ ეწევით ცოდვის პროპაგანდას - რესპუბლიკის მოედანზე აქტივისტებს LGBTQ სამკლაურის გამო დაუპირისპირდნენ
ხმაური რესპუბლიკის მოედანზე - ცოტა ხნის წინ ერთმანეთს მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთ აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი და რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მეთაური, გურამ ფალავანდიშილი, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მომხდარს წინ უძღოდა ლგბტქ+ სამკლაურის გამო ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტს, სალომე ბარკერსა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაც.
გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა, აქტივისტს სიმბოლიკის მოხსნა მოსთხოვა, რაზეც უარი მიღო.
"ცოდვის პროპაგანდას ეწევით" - მიმართავდა აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ბერძენიშვილსა და ბერკერს.
დაპირისპირებულ მხარეებთან ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც ბერძენიშვილი და მისი თანმხლები პირები ადგილიდან გაიყვანა.