ახალი დროის ათვლა დაიწყო - რიონის მცველები კახა კუჭავას პასუხს ელოდებიან
ახალი დროის ათვლა დაიწყო. რიონის მცველებ პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს ელოდებიან. აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, კახა კუჭავას პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეხვედრა შესთავაზა.
ვარლამ გოლეთიანმა ასევე დედაქალაქში მცხოვრებლებს მოუწოდა, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. მისი თქმით, ახლა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია.
თბილისზე არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, მეგობრებო, მთელ ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ აქ ცხოვრობს და თავმოყრილია უდიდესი ნაწილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა, მათ შორის, იმ რეგიონებიდან და იმ ხეობებიდან, საიდანაც ბევრი ჩვენგანი ვართ ჩამოსული, ამიტომ პასუხიმსგებლობა ყველაზე მეტად დღევანდელ დღეს ეკისრება დედაქალაქს! აქ გაჩუმება არის დანაშაული და მოვუწოდებ ყველას, რომ არ დატოვოს ცარიელი ადგილი ამ მოედანზე!, - განაცხადა გოლეთიანმა.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ბიზნესმენი ილია ძოწენიძე მივიდა. ძოწენიძე რუსეთში მოღვაწეობს. საზოგადოებაში იყო მოსაზრება, რომ რიონის მცველების საპორტესტო აქციას სწორედ ის აფინანსებდა.
ინფორმაცია ამის შესახებ ილია ძოწენიძემ კატეგორიულად უარყო.
არც ერთი ლარი, ღმერთის წინაშე გეუბნებით, არც ერთი ლარი არ გამიღია აი, ამ აქციასთან დაკავშირებით, - ამბობს ძოწენიძე.