გამოდით! - რიონის მცველების საპროტესტო მსვლელობა

24.05.21 16:13
გამოდით! - რიონის მცველების საპროტესტო მსვლელობა

„გამოდით!“  - ამ შეძახილებით რიონის ხეობის მცველებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. ისინი დედაქალაქის მცხოვრებელებს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრნენ და მშრალი ხიდისკენ მიემართებიან. აქციის ორგანზიატორი, ვარლამ გოლეთიანი, აცხადებს, რომ პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.  გოლეთიანი კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მათი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული.

ჩვენ დაანონსებული გქვონდა, რომ პიკეტირებას მოვახდენდით ამა თუ იმ ადგილას, ამიტომ მსვლელობით გადავწყვიტეთ, გადავინაცვლოთ სანაპიროს ნაწილში. ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ სიმრავლე იყოს ადამიანების. გვაქვს დაგეგმილი ამის შემდეგ ეტაპობრივად ნაბიჯები, რასაც აუცილებლად გადავდგამთ, თუ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ, - ამბობს გოლეთიანი.

განცხადებებს კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები ბოლო ლოკაციაზე,  მშრალ ხიდზე, გააკეთებენ.