ხმაური იუსტიციის სახლთან - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს

24.05.21 16:48
ხმაური იუსტიციის სახლთან - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს

ხმაურია ამ წუთებში თბილისში, მშრალი ხიდის ტერიტორიაზე. "იუსტიციის სახლთან" რიონის მცველებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. 

ადგილზე პოლიციის მაღალჩინოსები არიან მობილიზებული. ისინი ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. პოლიცია ამბობს, რომ რიონის მცველებმა კანონი დაარღვიეს.