"ვაჟა-ფშაველასა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტზე" მგზავრთა მიღება განახლდა

24.05.21 18:45
"ვაჟა-ფშაველასა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტზე" მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურებმა ვაჟა-ფშაველამ და სახელმწიფო უნივერსიტეტმა მგზავრთა მომსახურება განაახლეს - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მეტროსადგურებმა „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრთა მომსახურება განაახლეს.

დღეს დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო, აღნიშნული სადგურები მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით.

ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას შეუფერხებლად განაგრძობს"- წერია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები