პროტესტი ნაბეღლავში - თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ
1 კვირაზე მეტია სს "მარგებელში" შემავალი კომპანია "ენგადის" მუშაობა პარალიზებულია. შეჩერებულია ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საწარმოების მუშაობა. ნაბეღლავში კომპანიის 170-მდე თანამშრომელი მე-6 დღეა გაფიცულია. ისინი კომპანიასთან შეხვედრას პროფკავშირის წარმომადგენლის ჩართულობით მოითხოვენ.
გაფიცულები ხელფასების გაზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.