რიონის მცველები რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე შეიკრიბებიან

25.05.21 10:33
რიონის მცველები რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე შეიკრიბებიან

"რიონის მცველები" დღეს  რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე შეიკრიბებიან. ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, ამბობს, რომ დღეს სცენიდან გაახმოვანებენ, რის გადაკეტვას დააპირებენ. გოლეთიანის თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დაგეგმილია პიკეტირება. 

ჩვენ უკვე 210 დღეა, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს. ამ სამართლიან და გულწრფელ ბრძოლას აჰყვება დედაქალაქი. ჩვენ ხვალ 4 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით დიდ ძალას, ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით, დავიძრებით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს", - თქვა გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა და კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში და  აღიძრას სისხლის სამართლის საქმე  ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიმართ.