გაფიცვა ბორჯომში - კომპანია დასაქმებულებთან მოლაპარაკებებს გამართავს

25.05.21 11:07
გაფიცვა ბორჯომში - კომპანია დასაქმებულებთან მოლაპარაკებებს გამართავს

ბორჯომში პროტესტი გრძელდება. გაფიცულები დამსაქმებელ კომპანიასთან მოლაპარაკების მოლოდინში არიან. კომპანიიდან გაფიცულებს აცნობეს, რომ მზად არიან, მათთან მოლაპარაკებები გამართონ. მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება პროფკავშირის წარმომადგენელიც. შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

პროფკავშირის წარმომადგენელმა ტვ პირველთან თქვა, რომ "ბორჯომის" ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებებია და გაფიცულებს ახალი ხელმძღვანელები შეხვდებიან.

მერვე დღეა, საწარმოში დასაქმებულები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების მატებას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციების პარალელურად მინერალური წყლების კომპანია  პარალიზებულია და მუშაობას ვერ ახერხებს.

გაფიცულების თქმით, თუ მოლაპარაკება ვერ შედგება, ისინი პიკეტირებას მოახდენენ. 

თუ შეთანხმებაზე სასურველი შედეგი არ დაიდება, არც პიკეტირებაზე ვიტყვით უარს და მერიასთანაც გავმართავთ აქციას. განწყობილები ვართ დადებითად, არიან უკვე წამოსული მოლაპარაკებაზე", - ამბობს გაფიცული. 

მსგავსი სიახლეები