"ჩიხურას" ფეხბურთელებს კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტეს- სპორტსმენები აქციებს აანონსებენ

25.05.21 11:20
"ჩიხურას" ფეხბურთელებს კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტეს- სპორტსმენები აქციებს აანონსებენ

საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ყოფილი ფეხბურთელები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. სპორტსმენები კლუბის ხელმძღვანელობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ კონტრაქტები ვადაზე ადრე შეუწყვიტეს. 

გაშვებულთა სიაში მოხვდა გუნდის კაპიტანი, ასევე ის ის ლეგიონერები, რომლებიც უცხოეთიდან ჰყავთ ჩამოყვანილი და ის მოთამაშეები, რომლებიც კლუბმა თბილისური კლუბებიდან გადაიბირა.

ფეხბურთელები კლუბის ადმინისტრაციას უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ არც სამართლებრივ დავას გამორიცხავენ. 

გვქონდა შესვენება თამაში შემდეგ რამდენიმე დღე, ჩვეულებრივად ვემზადებოდით ახალი ვარჯიშისთის, რადგან 25-ში თამაში გვქონდა. მოვდიოდით გზაში, როდესაც მივიღეთ შეტყობინება, რომ გუნდიდან ვართ 14 ადამიანი გაშვებული. მიზეზი უცნობია, დავრეკეთ უფროსობასთან, რომელიც გვეუბნება ასეთ პასუხს, რომ გუნდს არ აქვს საშუალება ფეხბურთელების შენახვის, კონკრეტულად თბილისელი ფეხბურთელების შენახვის. შეუძლებელია ბაზაზე ცხოვრება, კვება, ფინანსური კრიზისის გამო, შეწყვეტილია ხელშეკრულებები, - ამბობს ერთ-ერთ ფეხბურთელი.

„ჩიხურას“ ადმინიტრაცია კი ირწმუნება, რომ სპორტსმენები უკანონო გარიგებებში მონაწილეობდნენ და თამაშებს ჰყიდდნენ.
 

"ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან კობიაშვილს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აბარია, საფეხბურთო კლუბებში არსებული პრობლემების შესახებ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.