ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს

25.05.21 11:37
ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოვეთიშო და აღარ მივიღო მონაწილეობა უზენაეს სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესში, რომელიც ვფიქრობ, რომ თუკი  მივა, საბოლოოდ დაასამარებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეების შექმნის პერსპექტივას. ვემხრობი, შეჩერდეს მოსამართლეთა კონფერენცია, არ აირჩიონ ახალი წევრები, ვინაიდან დასაწყებია სერიოზული რეფორმები და საფუძვლიანი ცვლილებები", - ამბობს ჯანეზაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესის შეჩერებისკენ ხელისუფლებას ვენეციის კომისიამ და ელჩებმაც მოუწოდეს. გუშინ კი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ აშშ-ს ელჩი,  კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. შეხვედრიდან გამოსულმა ელჩებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდეს, რომ 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია არ გაიმართოს და გადაიდოს ივლისამდე.