მარნეულში 23 წლის ბიჭს ყელი გამოჭრეს

25.05.21 11:45
მარნეულში 23 წლის ბიჭს  ყელი გამოჭრეს

გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს, მარნეულში 23 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს. გამოძიების ინფორმაციიით, ახალგაზრდა მისმა ახლობელმა, 31 წლის მამაკაცმა, მოკლა და ადგილიდან მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია. რაც შეეხება გუშინ მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას, საქმის მასალების თანახმად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს - 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.