კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

25.05.21 12:43
კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. გიორგი ღიბრაძის განმარტებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის შესაბამისად მიიღება.

ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ ამ ქეყანაში არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, შესაბამისად, თუ იქნება საშუალება იმის, რომ კიდევ უფრო შემსუბუქდეს შეზღუდვები, ცხადია ეს მოხდება თავისთავად, თუმცა თუ გაუარესდა ეპიდსიტუაცია შესაძლებელია იძულებული გავხდეთ კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოვიღოტ", - თქვა გიორგი ღიბრაძემ. 

შეაგხსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით  გადაადგილების შეზღუდვა 23:00 საათიდან მოქმედებს.