,,აქსისი" 16 წელია, გვატყუებს- აქცია ყაზბეგის გამზირზე

25.05.21 13:34
,,აქსისი" 16 წელია, გვატყუებს- აქცია ყაზბეგის გამზირზე

პროტესტის კიდევ ერთი კერა დედაქალაქში - რამდენიმე საათია, ყაზბეგის გამზირზე მოძრაობაა პარალიზებული - მიზეზი კი სამშენებლო კომპანია ,,აქსისის" წინააღმდეგ ჩატარებული აქციაა გახდა  - ადგილზე ის დაზარალებულები  მივიდნენ, რომლებიც უკვე 16 წელია, ნაყიდი ბინების დასრულებას და ჩაბარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა აქსისის ოფისის წინ გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათი მცდელობა პოლიციამ აღკვეთა. დაზარალებულებთან შესახვედრად მხოლოდ ,,აქსისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ჩამოვიდა და პრობლემის მოგვარება შეჰპირდა. 

გვაჩვენეთ საბუთი, რომელშიც წერია, რომმ მშენებლობა ივნისში იწყება, 2008-ში უნდა ჩაგვბარებოდა ბინები, მაგრამ გვატყუებენ, სანამ მუშებს არ დავინახავთ , არ დავიჯერებთ - აცხადებენ დაზარალებულები.

აქციის მონაწილეებს მიმართა ,,აქსისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. თიკო მჟავანაძე აცხადებს, რომ კომპანია მერიისგან ნებართვას ელოდება და ამის შემდეგ მშენებლობა განახლდება.

სულ რამდენიმე დღეში მერია გაავრცელებს ოფიციალურ განცახდებას, რითაც გვეძლევა საშუალება, დავიწყოთ მშენებლობა და ეს დაიწყება ივნისის პირველ დეკადაში - განუცხადა აქციის მონაწილეებს თიკო მჟავანაძემ.

350 ოჯახმა  ბინები წლების წინ კომპანია ,,აქსისისგან" შეიძინა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, 16 წელია,  მშენებლობა არ დაწყებულა. ამ 16 წლის განმავლობაში ისინი კომპანიისგან ისმენენ მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილებას თბილისის მერია მიიღებს.

 დაზარალებულები აცხადებენ, თბილისის მერიისგან  მიიღეს პასუხი, რომ მათი საქმე დახურულია. აქციის მონაწილეებს სურთ შენობაში შესვლა და ხელმძღვანელობასთან მედიის თანდასწრებით საუბარი.