გამოცდები ექიმების კვალიფიკაციის შესამოწმებლად თუ რეპრესიები - რას შეეწირა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი

29.06.23 20:01
გამოცდები ექიმების კვალიფიკაციის შესამოწმებლად თუ რეპრესიები - რას შეეწირა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი

რას შეეწირა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი. გამოცდები ექიმების კვალიფიკაციის შესამოწმებლად თუ ზურაბ აზარაშვილის მორიგი რეპრესიები. სასწრაფოს მძღოლი გამოცდიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პაციენტი გარდაიცვალა. გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ექიმებს კი  ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ სამსახურიდან. მედიკოსებს ისე ჭრიან გამოცდებზე, რომ ახსნა განმარტებებსაც არ აძლევენ, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ მინისტრი ამ ფორმით არასასურველ კადრებს იშორებს.

ეს არის აზარაშვილის სადამსჯელო ოპერაცია დაუმორჩილებელი ექიმების მიმართ - ასე თვლიან თავად ის მედიკოსები, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. უკვე გათავისუფლებულია 200-მდე თანამშრომელი.  ეს ის მედიკოსები არიან, რომლებიც პანდემიის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 24 საათი პაციენტებს ემსახურებოდნენ.  სადამსჯელო ღონისძიებები ძირითადად იმ ექიმებს შეეხო, ვინც დაბალ ხელფასებს საჯაროდ აპროტესტებდა ან  ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ქუჩაში იდგა.

ცოტა ხნის წინ პირველები გარდაცვლილი მძღოლის შვილს დაუკავშირდა  - რას ამბობს  მაკა ყავლაშვილი მომხდარზე, დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.