რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა - ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე მკვდარი ცხოველები გამოირიყა

29.06.23 20:45
რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა - ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე მკვდარი ცხოველები გამოირიყა

რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა. ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე ეკოლოგიური კატასტროფაა. ზღვამ უამრავი მკდარი ცხოველი გამორიყა. ერთ-ერთი ვერსიით ცხოველების მასიური დახოცვა შესაძლოა უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგი იყოს, თუმცა სპეციალისტები ამ მოვლენას რეგიონში მომხდარ წყალდიდობას უკავშირებენ. თუმცა უკრაინის ომმა საქართველოს ტურისტულ ბიზნესზე უკვე იქონია სერიოზული გავლენა. ჯავშნების 20 პროცენტი გაუქმებულია. საშიშროება არა მხოლოდ დაბინძურებულ წყალშია. უკრაინელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ჰესის აფეთქების შემდეგ  ზღვაში ათეულობით რუსული ნაღმი აღმოჩნდა, რომლებიც ახლა თავისუფალ ცურვაში იმყოფებიან.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.