ხვალ ,,ევროპული საქართველო" დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

25.05.21 14:01
ხვალ ,,ევროპული საქართველო" დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

ხვალ, 26 მაისს, ,,ევროპული საქართველო" რუსთაველის მეტროსთან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის, თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ეპიზოდი, ფიგურა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფაქტები პირველი რესპუბლიკის ცხოვრებიდან.

კანდელაკის თქმით, გამვლელებს ექნებათ, შესაძლებლობა სიმბოლურად გადაიღონ სურათი თავისუფლების ქანდაკების მულიაჟთან და მიიღონ საჩუქრად მარო მაყაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებიანი მაისურები.

ღონისძიება 10.00 დან 13.00 მდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები