ჭავჭავაძეზე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

29.06.23 23:32
ჭავჭავაძეზე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ფოტომასალას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.