პარლამენტში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმის იმოქმედებს

30.06.23 10:02
პარლამენტში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმის იმოქმედებს

პარლამენტში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმის იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა,- ნათქვამია განცხადებაში.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საკნაონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარდგება.