"ოცნების" დეპუტატის თავდასხმა ქალ ჟურნალისტზე - ნანუკა ქაჯაიას ინტერესებს მედიაომბუდსმენი დაიცავს
მედიაომბუდსმენი "ტვ პირველი" ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას ინტერესებს დაიცავს. საქმე ეხება დღეს მომხდარ ფაქტს, როდესაც შეკითხვას საპასხუოდ "ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობიშვილმა ჟურნალისტს შეაგინა.
მედიაომბუდსმენი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მოხდართან დაკავშირებით საჩივარს პარლამენტის ეთიკის საბჭოში შეიტანს.
Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი ნანუკა ქაჯაიას ინტერესებს დაიცავს
ნანუკა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი გუნდის წევრია. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა აგინა.შემთხვევა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტთან მოხდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, რომ მგალობლიშვილი აქციის ფონზე პარლამენტში შედის. ამ დროს მას კითხვებს უსვამს ნანუკა ქაჯაია, მგალობლიშვილი კი მათ არ პასუხობს. ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ გარბიხართ?“, მგალობლიშვილი მას მიმართავს – „წადი შენი დედაც..“.
ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, მედიაომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარს წარადგენს, ინციდენტის შესწავლას და სამართლებრივი რეაგირება მოითხოვს
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უმრავლესობის წევრები ქალ ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ორგანიზაცია ნატა ქაჯაიას და ნატალი ჯახუტაშვილსაც უწევს სამართლებრივ დახმარებას.
არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს ფორმატში ჟურნალისტების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრები ამ დრომდე არ განუხილავს, - წერს მედიაომბუსმენი.