თბილისის სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

25.05.21 15:35
თბილისის სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ამ წუთებში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევს. დღეს პროკურორებმა 20 ივნისსს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების ვიდეომტკიცებულებები  მიიტანეს.

ნიკა მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის, ინფორმაციით, ბრალდების მხარე პროცესს სხვადასხვა ტელევიზიიდან გამოთხოვილი სიუჟეტების გამოქვეყნებით იწყებს, რაც 20 ივნისის ღამეს შეეხება, თუმცა მთავარი მტკიცებულება, რაც პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იყო გადაღებული, საქმეში არ არის.

ბრალდების მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოქვეყნებას. როგორც წესი, პროცესი მოწმეების გამოკითხვით იწყება, თუმცა, ნიკა მელიას პროცესზე ბრალდების მხარემ შეარჩია სტრატეგია, ისინი იწყებენ იმ ვიდეო სიუჟეტების გამოქვეყნებას, რომელიც საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი, ესენია სხვადასხვა ტელევიზიებიდან გამოთხოვილი სიუჟეტები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ეხება. ბრალდება უხერხულ სიტუაციაშია, არ უნდათ იმ მოწმეების გამოყვანა, ვიბნც ერთი და იმავეს ამბობს, რომ ნიკა მელია რაღაც გადატრიალების ორგანიზატორი იყო. ამიტომ მოძებნეს ასეთი ხერხი, კანონით ამის უფლება აქვთ... თუმცა პროკურატურას მტკიცებულებაში არ აქვს ის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იყო გადაღებული, რასაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს - აცხადებს ადვოკატი.
 

პროცესს დღეს ნიკა მელია არ ესწრება. ის მოსამართლეს დარბაზიდან გაძევებული ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები