ჰესი არ უნდა აშენდეს, თუ არ აწყობს ადგილობრივ მოსახლეობას - ვასაძე რიონის მცველებს მხარდაჭერას უცხადებს

25.05.21 15:08
ჰესი არ უნდა აშენდეს, თუ არ აწყობს ადგილობრივ მოსახლეობას - ვასაძე რიონის მცველებს მხარდაჭერას უცხადებს

"ერის" დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ,  ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, თუ რიონის ხეობის მოსახლეობა წინააღმდეგია. ლევან ვასაძის თქმით, ის ზოგადად ჰესების აშენების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ნამახვანის პროექტი იმ პირობებით, რაც დოკუმენტაციით არის განსაზღვრული, მისთვის მიუღებელია. 

სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ ხისტ მოუქნელ, არადიპლომატიურ, არასახალხო ორიენტაციის პოზიციას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აცხადებს, რომ რიონის მოსახლეობამ და ჩვენ ვერ გავიგეთ, რა კარგია ეს პროექტი, რა სახითაც უნდა განხორციელდეს.  წინააღმდეგობის ტალღა ფართოვდება და ჩვენ შევდივართ ხელოვნურად შესულ კრიზისში. ერთადერთი ქმედითი, რაც გაკეთდა, იყო დაახლოებით 10 წუთიანი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა ქალბატონი ნათელა თურნავა, შეხვედრა გაგრძელდა რამდენიმე წუთი და მან დატოვა შეხვედრა. 

რიონის მცველთა პროტესტმა გადმოინაცვლა დედაქალაქში და ვაკვირდებით ერთი მხრივ ბუნებრივ ესკალაციას. მინდა გავიმეორო, რომ მე პირადად, ისევე როგორც ჩვენი გუნდის და ჩვენი თანამოაზრეების უმრავლესობა, პრინციპულად არ ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას, აქ საუბარია, რომ იმ ფორმით, რა სახითაც ცდილობენ, გაანხორციელონ, არის მიუღებელი ქვეყნისათვის. მოსახლოებას აბრალებენ, რომ ვინც წინააღმდეგნი არიან სახელმწიფო ქონების განიავებისა, არიან თურმე ქსენოფობები, თურქოფობობები, ისლამოფობები, ინვესტორთან არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, არამედ ჩვენს ხელისუფლებასთან.

გამოვდივართ რა, გავეცანით ამ კონტაქტს და ეს არის მკაფიოდ შედგენილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც უქადის და ემუქრება ჩვენ სახლმწიფოს გიგანტური ჯარიმით, ჩვენი ამოცანა იყო, მოგვენახა იმ კონსტრუქციის გამოსავალი, რომელიც ყველასათვსი მისაღები იქნებოდა.

ჰესი არ უნდა აშენდეს, თუ არ აწყობს ადგილობრივ მოსახლეობას", - ამბობს ლევან ვასაძე.

მსგავსი სიახლეები