ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვრის კვეთისთის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

30.06.23 14:51
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვრის კვეთისთის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ საზღვრის "უკანონო კვეთის" გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებული ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული ლაშა ბახტურიძეა. მათი მტკიცებით, დაკავებული ალჰოლური თრობის ქვეშ იყო.

ბახტურიძე ოკუპირებული ცხინვალიდან 29 ივნისს "გააძევეს".