"მამასთან მისულა, შენი შვილი მე მოვკალიო"- მარნეულში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

25.05.21 15:01
"მამასთან მისულა, შენი შვილი მე მოვკალიო"- მარნეულში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ მარნეულში, ბაქოს ქუჩაზე, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, 23 წლის ბიჭს, ყელი საკუთარმა ბიძაშვილმა გამოჭრა. 

მოკლულის ახლობლები მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 31 წლის კაცის სახლში მივიდნენ და საცხოვრებლის დაწვა სცხადეს. 

როგორც "პირველების" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სასტიკი დანაშაული კომენდანტის საათის დროს მოხდა. 

ბაქოს ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, მეზობლის სახლში საქეიფოდ წასულ ნათესავებს შორის კამათი დაიწყო, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და მკვლელობით დასრულდა. 

ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ბიჭს მრავლობითი ჭრილობები დანით, მათ შორის გულის არეშიც, აღენიშნებოდა. 23 წლის ახალგაზრდა სასწრაფოს მოსვლამდე, ადგილზე, გარდაიცვალა. 

რაც შეეხება დაკავებულს, ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, სასტიკი მკვლელობის შესახებ მოკლული ბიჭის მამას თვითონვე შეატყობინა. 

მამასთან მისულა, შენი შვილი მე მოვკალიო"- აღნიშნავს "პირველებთან" ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. მანამდე კი მარნეულში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. პოლიცია შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც პატრულირებს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები