ძალიან არასერიოზულია ქალბატონი ნათია - რიონის ხეობის მცველი ეკონომიკის მინისტრზე

25.05.21 15:16
ძალიან არასერიოზულია ქალბატონი ნათია - რიონის ხეობის მცველი ეკონომიკის მინისტრზე

ეკონომიკის მინისტრის განცხადებას დიალოგის შეთავაზებასთან დაკავშირებით რიონის მცველები არასერიოზულს უწოდებენ. პროტესტის მონაწილე მაკა სულაძის თქმით, პროცესების ქუჩაში გაგრძელებისკენ მათ თავად ნათია თურნავამ უბიძგა. რიონის მცველი ამბობს, რომ თავის დროზე ეკონომიკის მინისტრი დიალოგიდან გაიპარა. 

ცოტა ღიმილს ვერ ვიკავებ. ქალბატონი ნათია თურნავასგან ცოტა არასერიოზული ხომ არ არის დიალოგის ასეთ რეჟიმში შემოთავაზება. რა ვქნა, მახსენდება ის მომენტი, როცა გაიპარა ჩვენი დიალოგიდან. ქალბატონმა ნათიამ თვითონ გვიბიძგა, რომ ჩვენ ქუჩაში გამოსვულიყავით და ახლა კიდევ გვეპატიჟება დიალოგზე? ძალიან არასერიოზულია ქალბატონი ნათია, - ამბობს მაკა სულაძე. 

რიონის ხეობის მცველების განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია და დიალოგის შესაძლებლობა  მხოლოდ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 

მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას აქციის მონაწილეები ზუსტად 4 საათზე დაიწყებენ. კონკრეტულ გეგმას აქციის ორგანიზატორები სწორედ ამ დროისათვის გააჟღერებენ. მოახდენე თუ არა ისინი გზების გადაკეტვას და რა რეაგირება მოჰყვება ამაზე სამართალდამცველების მხრიდან ჯერჯერობით უცნობია. 

პროტესტის 211-ე დღეს რიონის მცველების მოთხოვნები უცვლელია. ქუჩაში  გამოსულები  თურქულ კომპანიასთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.