ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არცერთი კამერის ჩანაწერი არ დაიკარგოს - მიშა მშვილდაძე

30.06.23 15:56
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არცერთი კამერის ჩანაწერი არ დაიკარგოს - მიშა მშვილდაძე

თავდასხმა "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე - მიშა მშვილდაძე "დაზარალებულის აზრების" დოკუმენტის მომზადებას აპირებს, რომელსაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცემს.

მშვილდაძის განმარტებით, დოკუმენტით დაზარალებული გამოძიებას თავდასხმის მისეული ვერსიის გამოძიებას მოსთხოვს.

მე და გიორგი ვიწყებთ ახლა მუშაობას, რომ დავასრულოთ "დაზარალებულის პოზიცია", ასეთი დოკუმენტი შევკრათ, რომლითაც მოვთხოვთ, გამოძიებამ ჩვენი ვერსიის, ჩვენი ხედვის გამოძიება ჩაატაროს და ამოიღოს ყველა მტკიცებულებები, რომელიც ჩვენი ვერსიის გასაქარწყლებლად ან გასამყარებლად უნრა იქნეს გამოყენებული. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არცერთი კამერის ჩანაწერი არ დაიკარგოს. გუშინდელ გადამეცაში ნათლად გამოჩნდა, რომ გამოიკვეთნენ საეჭვო პირები, გამოიკვეთა, რომ შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის დაგეგმაში და ორგანიზებაში, - ამბობს მშვილდაძე.