13 წლის მოზარდი, რომელზეც სექსუალურად იძალადეს, სპეციალური საჭიროების მქონეა
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგონა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონეა - სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლე გაკვეთილებს ხშირად აცდენდა. რაც შეეხება ორსულობას, პედაგოგებს მომხდარი მერვე კლასელის დედამ შეატყობინა.
ბავშვი არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე იყო ხშირი გამცდენი. კვირაში ერთი ან ორი დღე დადიოდა სკოლაში. ამ ბავშვისთვის არაფერი არ შეგვიმჩნევია,"- გვიყვება სკოლის დირექტორი.
16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სექსუალური ხასიათის ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.