დავრჩით გაღიმებულები, ოპოზიცია გაიქცა დარბაზიდან - ღარიბაშვილი

30.06.23 16:42
დავრჩით გაღიმებულები, ოპოზიცია გაიქცა დარბაზიდან  - ღარიბაშვილი

დავრჩით გაღიმებულები ბატონო ფრიდონ -  ასე ეხმურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ენმ-ის წევრებმა პარლამენტს ტოვეს და კასპში გაემგზავრნენ. 

ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ ქურქუმალ ვაითს, როგორც იგი თავად უწოდებს დღეს თავს. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ, შესაბამისად, მე ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს შეურაცხყოფებს არ ვუპასუხო. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება, რომ არ დარჩეს განცდა იმისა, რომ, ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ"- თქვა პრემიერ-მინისტრმა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის დეპუტატები არ აპირებენ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენას და კასპში მიდიან, სადაც ცოტა ხნის წინ "ოცნების" პარტაქტივი ლევან ხაბეიშვილს დახვდა.