"ცილისწამებაა"- რა უთხრა ადვოკატს კაცმა, რომელიც 13 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ბრალდებით დააკავეს

30.06.23 18:06
"ცილისწამებაა"- რა უთხრა ადვოკატს კაცმა, რომელიც 13 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ბრალდებით დააკავეს

42 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ბრალდებით დააკავეს, ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმეს. 

როგორც ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ, დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, კაცმა დნმ- ანალიზები ჩაიტარა და დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. 

ამ ფაქტს (სექსუალური ხასიათის ქმედებას) უარყოფს. თვითონაც მზად არის გამოძიებას ყველა მონაცემი, ნიმუში მისცეს. ამბობს, რომ დაინტერესებულია, სიმართლე დადგინდეს. ეს არის ცილისწამება და აღშფოთებულია ამის გამო. ეს ადამიანი ბავშვის განცხადების საფუძველზეა დაკავებული. ისინი მეზობლები არიან, კორპუსებს საერთო ეზო აქვს.  რა თქმა უნდა, ყვალა ერთმანეთს იცნობს, თუმცა გოგონასთან სახლში ყოფნა, ან პირიქით არ ყოფილა. აღსფოთებულია იმით რაც მის წინააღმდეგ ხდება"- აცხადებს ადვოკატი. 

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგონა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონეა - სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლე გაკვეთილებს ხშირად აცდენდა. რაც შეეხება ორსულობას, პედაგოგებს მომხდარი მერვე კლასელის დედამ შეატყობინა. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.