ლევან ვასაძე ნამახვანჰესის აშენებაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს

25.05.21 15:37
 ლევან ვასაძე  ნამახვანჰესის აშენებაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს

"ერის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, ინიციატივით გამოდის, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს. ამის შესახებ ვასაძემ პრესკონფერენციაზე ცოტა ხნის წინ თქვა. ვასაძის თქმით, შესაბამისი თხოვნით ცესკო-ს უახლოეს მომავალში მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებს. 

გამოვდივართ ინიციატივით, ჩატარდეს სახალხო რეფერენდუმი, უნდა აშენდეს, თუ არა მოსახლეობის აზრით, ნამახვანჰესი კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად. ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ ცესკო-ში, შევიტანოთ განაცხადი და შესაბამისი პროცედურების შედეგად უნდა მოგვეცეს ბლანკები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ აუცილებელი რაოდენობა ხელმომწერებისა", - თქვა ვასაძემ.  

ვასაძის აზრით, რეფერენდუმზე ხალხი დააფქსირებს მოსაზრებას, რომ ნამახვანჰესი არ უნდა აშენდეს არსებული კონტაქტის პირობებით.  

მსგავსი სიახლეები