"ოცნების" დეპუტატები ჟურნალისტების გინებაზე გადავიდნენ - დეპუტატმა მგალობლიშვილმა პირველების რეპორტიორს აგინა

30.06.23 20:37
"ოცნების" დეპუტატები ჟურნალისტების გინებაზე გადავიდნენ - დეპუტატმა მგალობლიშვილმა პირველების რეპორტიორს აგინა

"ოცნების" მაგინებელი დეპუტატი ბოდიშის მოხდას არ ჩქარობს.  სავარაუდოდ, მას არც გეგმავს, რადგან  ჩადენილს არ ნანობს.  ლევან მგალობლიშვილმა დღეს "პირველების" რეპორტიორს მხოლოდ იმიტომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ ნანუკა ქაჯაიამ მას კითხვები დაუსვა.  ამის შემდეგ სცადა  თავი ემართლებინა, რომ არა ჟურნალისტს, არამედ სამოქალაქო აქტივისტს აგინა, თუმცა ეს არგუმენტი მაგინებელ დეპუტატს პასუხისმგებლობისგან რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს. 

ვინ არის მგალობლიშვილი? მისი საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცით. სამაგიეროდ  თავი მან ჯერ კიდევ შარშან, ტვ პირველის  მფლობელზე  თავდასხმით დაგვამახსოვრა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა  ცოტა ხნის წინ გაარკვიეს, რომ კრიმინალურ პოლიციაში დასაქმებულმა,   ოცნების დეპუტატის  ვაჟმა კაცი დაჭრა, თუმცა მამის გავლენების გამო მას  ხელი დააფარეს. ლევან მგალობლიშვილმა  გუდაურში  კორპუსი ააშენა, მუშებს კი  ფული არ გადაუხადა.    მგალობლიშვილი საკუთარი სახლის პირველ სართულზე  ფართს    საეჭვო რეპუტაციის სტრიპტიზ  კლუბზე აქირავებს და აქედან დიდ ფულს შოულობს.