სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგონა 3 თვის ორსულია - მძიმე ამბავი სამეგრელოდან

30.06.23 21:00
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგონა 3 თვის ორსულია -  მძიმე ამბავი სამეგრელოდან

კიდევ ერთი მძიმე ამბავი სამეგრელოდან - 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 42 წლის მამაკაცი ბრალის წარდგენას ელოდება. სკოლის მოსწავლე სამი თვის ორსულია. როგორც ირკვევა ის ბოლო თვეების განმავლობაში სისტემატურად იყო მეზობლისგან ძალადობის მსხვერპლი. გოგონა სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდია. ცნობილი ხდება, რომ მოძალადე ბავშვს ემუქრებოდა, რის გამოც ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შიშით ხმას ვერ იღებდა. 

შოკისმომგვრელი ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მწვავე მუცლის ტკივილებით მოზარდი ექიმთან მიიყვანეს, სადაც მისი ორსულობა დადასტურდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დაზარალებულის ოჯახს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და დაკავებამდე  ელექტრონული სამაჯურით გადაადგილდებოდა.  ახლა ყველა დნმ ანალიზის პასუხს ელოდება, რომელიც მთავარი მტკიცებულება იქნება ამ შემზარავ დანაშაულში.

 მძიმე ამბავი სამეგრელოდან - თემაზე სოფო ნიაური მუშაობდა