მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი ციხეში გაუშვეს

30.06.23 21:05
მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი ციხეში გაუშვეს

მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი, ნიკოლოზ გუგეშაშვილი პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა. 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს გაუსწორდნენ ფიზიკურად. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.