სტიქიისაგან დაზარებული ხალხი დახმარებას ითხოვს - ხარაგაულის 10-მდე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი
პარალიზებული რკინიგზა, დატბორილი სახლები, ჩახერგილი გზები და განადგურებული ნათესები - სტიქია ხარაგაულში, რომლის მსგავსიც არავის ახსოვს.
გადაუღებელი წვიმების შედეგად, ჩამოშლილმა მიწამ სარკინიგზო მიმოსვლა გააჩერა. რამდენიმე საათის განმავლობაში მგზავრებით სავსე მატარებელი სოფელ ბაღში იყო გაჩერებული. ხარაგაულის სოფლებში კი ამ დრომდე ზარალს ითვლიან. ადიდებულმა მდინარემ რაიონის კინოთეატრის საყრდენი კედელიც კი ჩამოანგრია.