ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი დააზარალა. Knews.ge ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხებიდან წყალი გადმოვიდა და გზები დატბორა.
წყალმა ასევე საცხოვრებელი სახლები დატბორა. დაგლეჯილიქ ასევე ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები.
ადგილზე პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.