უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

01.07.23 10:45
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დღეს დილით საქართველოში ჩამოასვენეს. 

უკრაინაში დაღუპული ჯონი ოდიშვილი სოფელ ტყვიავში გადაასვენეს. მალხაზ კვიჟინაძის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში იმართება.

მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა.

ასევე 2008 წლის ომის მონაწილე იყო ჯონი ოდიშვილი. არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიჭრა, მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.