იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე - საიდუმლო დოკუმენტები

25.05.21 16:41
იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე - საიდუმლო დოკუმენტები

ეკონომიკის სამინისტროს გასაიდუმლოებული დოკუმენტები - "მთის ამბები" ავრცელებს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.  

დოკუმენტზე ხელს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის, ხელმოწერაა. ოფიციალური საბუთი 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს. 

ნამოხვანის ჰესების კასკადის ხელშეკრულებით, ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“,- ვკითხულობთ დასკვნაში. 

იუსტიციის სამინისტრო თავის შემაჯამებელ შეფასებაში საქართველოს მთავრობას მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ეს შინაარსი უნდა გადაიხედოს.

ვრცლად ნახეთ "მთის ამბებზე"

შენიშვნა - ფოტო: მთის ამბები

მსგავსი სიახლეები