შეთანხმება შედგა - ,,წყალი მარგებელი" განცხადებას ავრცელებს

25.05.21 16:56
შეთანხმება შედგა - ,,წყალი მარგებელი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია ,,წყალი მარგებელი" განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ შეთანხმება ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შედგა და ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. 

სს „წყალი მარგებლის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება.

25 წლის განმავლობაში კომპანიამ მრავალი სირთულე გადალახა, რაც თანამშრომლებს შორის არსებული ოჯახური გარემოს დამსახურებაა. წლების განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომპანიის შიგნით საერთო ენის გამონახვას საერთო ინტერესების მისაღწევად. ამჯერადაც, ყოველგვარი მესამე მხარის ჩართულობის გარეშე, უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. ჩვენ მომავალშიც ასეთი ერთიანი გუნდით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, რათა ჩოხატაურში აშენებულმა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ქარხანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეროვნული ინდუსტრიის განვითარების საქმეში.

სს წყალი მარგებლის დირექტორი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა, პირადად შეხვედროდა თანამშრომლებს, უახლოეს დღეებში აპირებს ნაბეღლავის ქარხანაში ჩასვლას, სადაც თითოეულ მათგანს შეხვდება. კომპანია მზად არის თავისი თანამშრომლებისთვის შეთანხმებულ პირობებზე მეტი გააკეთოს - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია მადლობას უხდის საზოგადოებასა და ერთგულ თანამშრომლებს გვერდში დგომისა და ნდობისათვის.

 

     

მსგავსი სიახლეები