პოლიცია საჩხერის ,,ჩიხურას" ფეხბურთელებს ცენტრალურ სტადიონზე არ უშვებს

25.05.21 17:15
პოლიცია საჩხერის ,,ჩიხურას" ფეხბურთელებს ცენტრალურ სტადიონზე არ უშვებს

ხმაური და დაპირისპირება საჩხერეში - ცენტრალურ სტადიონზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. რამდენმე საათია, სტადიონს ფეხბურთელებისგან შსს-ს თანამშრომლები იცავენ. 

საჩხერის სტადიონს პოლიცია აკონტროლებს და ფეხბურთელებს შესვლის საშუალებას არ აძლევს. ფეხბურთელები თავიანთი დოკუმენტებით არიან მოსულები და ითხოვენ განმარტებას, რატომ გაუწყვიტეს კონტრაქტი.

დამირეკეს პოლიციიდან და მითხრეს, რომ უფროსთან ვარ დაბარებული, იქ მითხრეს, რომ კონტრაქტი მაქვს გაწყვეტილი და თამაშს ვერ შევძლებ, რატომ, რისთვის, ხდება ეს, უხმოდ არიან. კონტრაქტი მაქვს და გუნდში ვირიცხები, ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ პოლიცია სტადიონზე არ მიშვებს. 

ხელშეკრულების გაგრძელების, ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე კლუბს და ფეხბურთელებს ენიჭებათ თანაბარი უფლებები - აცხადებს საჩხერის ,,ჩიხურას" ფეხბურთელი.

გადაწყვეტილება სავარუდოდ კლუბის ადმინიტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ფეხბურთელები თამაშების გაყიდვაში დაადანაშაულა, კონტრაქტები გაუწყვიტა და სახლში გაუშვა

,,ჩიხურას" ადმინისტრაცია ამ დრომდე ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს, რატომ გაუწყვიტა 14 ფეხბურთელს კონტრაქტი.

.