სექსუალური ძალადობა 13 წლის გოგოზე - დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

01.07.23 14:55
სექსუალური ძალადობა 13 წლის გოგოზე - დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

სექსუალური ძალადობა 13 წლის გოგოზე - დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ცნობილი გახდა, რომ გამოძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდა 140-ე მუხლიდან 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის "გ" ქცეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

სამი თვის ორსული გოგონაა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა, მასზე სავარაუდო მოძალადე კი დანაშაულს არ აღიარებს.

13 წლის გოგონა სამი თვის ორსულია. სექსუალური ძალადობის ბრალდებით კი 50 წლამდე კაცია დაკავებული. სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდმა მეზობელი ძალადობაში ექიმთაან ამხილა. როგორც გაირკვა სკოლის მოსწავეელს მეზობელი სისტემატურად აუპატიურებდა და ემუქრებოდა.