მშვილდაძეს 2-მა პირმა წინასწარ ადევნება მოუწყო - გაშიფრულია შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული კადრები

01.07.23 15:29
მშვილდაძეს 2-მა პირმა წინასწარ ადევნება მოუწყო - გაშიფრულია შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული კადრები

ახალი დეტალები ფორმულას დამფუძნებელზე მომხადრი თავდსხმის შესახებ - გახდა თუ არა მიშა მშვილდაძე წინასწარ მომზადებული ორგანიზებული შეტევის მსხვერპლი? 

გაშიფრულია შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული კადრები. მასალაში ჩანს, რომ მშვილდაძეს ორმა უცნობმა პირმა წინასწარ ადევნება მოუწყო და თავდასხმისთვის თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ხელსაყრელი მომენტი შეურჩიეს.

კადრებში ჩანს თავად თავდამსხმელი, ნიკოლოზ გუგეშაშვილი, რომელიც ტელეფონით სავარაუდოდ დირექტივებს იღებს. 

არსებობს ვარაუდი, რომ კადრებში სუს-ის თანამშრომლები ჩანან. 

მიშა მშვილდაძეს მიყვებიან ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შემდეგომ ჩერდებიან იმ ადგლას სადაც თავდასხმა მოხდა. ამ თავდასხმის შემდეგ ამ ადამიანების ქცევაც აშაკარად აჩენს ეჭვს, რომ ისინი არ არიან რიგითი ადამიანები. შეიძლება მათ ჰქონდეთ გამოცდილება, რომ კორდინირება გაუწიოთ ადგილზე მომხდარს". - ამბობს ედუარდ ამრიკაშვილი.