გორში გლოვაა - უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის ცხედარი მშობლურ სახლში მიასვენეს
გორში გლოვაა. სოფელ ტყვიავში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომარს მიაგებენ პატივს.
ჯონი ოდიშვილის ცხედარი მშობლურ სახლში ცოტა ხნის წინ მიასვენეს. გმირულად დაღუპულ აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროს მეგობრები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და პატრიოტი - ასე ახასიათებენ თანასოფლელები უკრაინაში დაღუპულ პუტინის კიდევ ერთ მსხვერპლს.
როგორც ახლობლები და მეგობრები აცხადებენ, ჯონი ოდიშვილი რამდენიმე თვის წინ დაიჭრა კიდეც ბრძოლის ველზე, დაბრუნებული იყო საქართველოში, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ გადაწყვიტა ფრონზე წასვლა.
გმირ ჯარისკაცს მშობლიურ სოფელში სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.